„სიენენი" იუწყება, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა.
გამოძიების ფედრალური ბიუროს ცნობით, სუბიექტი, რომელმაც 13 ივლისს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის გარეუბან ბეთელ-პარკიდან.
გამოძიების ფედერალური ბიურო სთხოვს დახმარებას ყველას, ვისაც მის შესახებ რაიმე ინფორმაცია გააჩნია.