გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ანტონიო გუტერეშის გადადგომა მოითხოვა. ეს მოწოდება მან მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტერეშმა თქვა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა.
"არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ", - განაცხადა ელჩმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".