ასეთი განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ისრაელ „ჰამასის" საკითხის განხილვის დროს გააკეთა.
„ასევე მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჰამასის თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა“, - თქვა გუტერეშმა. „პალესტინელი ხალხი 56 წლის განმავლობაში განიცდის მახრჩობელ ოკუპაციას. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა განუხრელად შთაინთქმებოდა დასახლებებითა და ძალადობით; მათი ეკონომიკა მოხრჩობილია; მათი ხალხი იძულებით იქნა გადაადგილებული იქნა, მათი სახლები კი დაინგრა. მათი იმედები მათი მძიმე მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ქრება.“
გუტერეშმა ასე აღნიშნა, რომ „პალესტინელი ხალხის უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს და ამ საშინელი თავდასხმებით არ შეიძლება გამართლდეს პალესტინელი ხალხის კოლექტიური დასჯა."
ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა გუტერეშის განცხადებებს „შოკის მომგვრელი", "საშინელი" და „ჩვენი რეგიონის რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი" უწოდა.
„მისი კომენტარები... წარმოადგენს ტერორიზმისა და მკვლელობის გამართლებას”, - ამბობს ერდანი და დასძენს:
„სამწუხაროა, რომ ასეთი შეხედულებების მქონე ადამიანი არის ხელმძღვანელი ორგანიზაციის, რომელიც წარმოიშვა ჰოლოკოსტის შემდეგ."