გაეროში ისრაელის ელჩი გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.
"მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ", - განაცხადა ერდანმა.
24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.