გაეროს მისიის წევრები ყარაბაღში ჩავიდნენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მისიის წევრებმა დილით აღდამი გაიარეს და ასგარან-ხანქენდის მიმართულებით დაიძრნენ.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მისიის მიზანია ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები. მასში შედიან გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა.