სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღიდან სომხების გამოსვლა გრძელდება. მისი თქმით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება.

„ეს არის პირდაპირი აქტი ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს წართმევის, რაზედაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით საერთაშორისო საზოგადოებასთან. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობდნენ მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები,  განიხილება მხოლოდ ისტორიის მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში უკვე ჩავიდა 66 500 ადამიანი.