„დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციის გამო, უკრაინამ შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი ვერ მიიღოს, რაც ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ალტერნატიული გზების ძიებას აიძულებს.