დაახლოებით 140 ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავით დატვირთული სამი ტანკერი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეთანხმების შესაბამისად აშშ-სკენ მიემართება. ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ Financial Times წერს.
საუბარია სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Leruo-ზე, რომელიც ჰონკონგელ მფლობელს ეკუთვნის. MarineTraffic-ის მონაცემებით, ის აშშ-ის ატლანტის სანაპიროზე 11 ნოემბერს ჩასვლას გეგმავს. გემის წინააღმდეგ ევროპული სანქციები რუსული ტვირთების გადაზიდვისა და სარისკო პრაქტიკის გამო დაწესდა, კერძოდ, ადგილმდებარეობის დადგენის სისტემის გამორთვის გამო.
პირველი, 7 ნოემბერს ნიუ-იორკში უნდა ჩავიდეს Agioi Fanendes-ი 40 ათასი ტონა დიზელის საწვავით. ეს კონგრესის შუალედური არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხდება. კიდევ ერთ ტანკერს, Talisman-ს, აღმოსავლეთ სანაპიროზე 9 ნოემბერს ელოდებიან. ამასთანავე, გემებმა შეიძლება, შეცვალონ დეკლარირებული დანიშნულების ადგილი.
ეს არის პირველი მიწოდება, რომელიც ამერიკის ხელისუფლების მიერაა ნებადართული ტრამპსა და პუტინს შორის დიზელის შეთანხმების ფარგლებში. აშშ-ის პრეზიდენტი რუსული საწვავის მეშვეობით არჩევნების წინ ფასების შემცირებას იმედოვნებს.




