რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დამნაშავეებთან შეღავათების გაწევა არ შეიძლება.
„ის ომის დამნაშავეა. შესაძლოა, ის ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა და ჩვენ უბრალოდ ცხადად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან. აქ შეღავათების ადგილი არ არის“, – აღნიშნა მერცმა.
ცნობისთვის, ხვალ, პარიზში, ევროპელი ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც გერმანიის კანცლერიც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.
თარგმანი: პირველი არხი