გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად არ არის მზად უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩასართავად.

ბერლინში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტიონიუ კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა ვრცლად ისაუბრა არსებულ დიპლომატიურ გამოწვევებზე და აღნიშნა:

"ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული მხრიდან რაიმე ნიშანს, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან რეალური, არსებითი მოლაპარაკებებისთვის. სანამ მოსკოვი აგრძელებს თავის აგრესიულ კურსს და უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, სამშვიდობო პროცესი პრაქტიკულად, გამორიცხულია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი არ შეიძლება იყოს ერთმხრივი კარნახი — ის მოითხოვს მეორე მხარის რეალურ ნებასა და კომპრომისზე წასვლის სურვილს, რისი დეფიციტიც დღეს სახეზეა."

კანცლერის თქმით, გერმანია და მისი პარტნიორები კვლავაც იყენებენ ყველა შესაძლო არხს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.