გერმანია 900 000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილის რეპატრიაციას გეგმავს. ამის შესახებ კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გერმანიაში მცხოვრები სირიელების დაახლოებით 80% სამშობლოში უნდა დაბრუნდეს", - თქვა მან და დასძინა, რომ ეს განსაკუთრებით იმოქმედებს მათზე, ვინც "სტუმართმოყვარეობას ბოროტად იყენებს" და არ იცავს გერმანიის კანონებს.

გერმანიაში სირიელი ლტოლვილების რაოდენობა 900 000-ს აჭარბებს.

მერცის თქმით, სირიაში საერთო სიტუაცია "ფუნდამენტურად გაუმჯობესდა" ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ. ამიტომ, ასევე აუცილებელია საჭიროებების ხელახლა შეფასება.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს, სირიის ანტისამთავრობო ძალებმა, რომლებიც ძირითადად "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" მებრძოლებისგან შედგებოდა, შეტევა ჩრდილოეთ სირიის იდლიბის პროვინციიდან დაიწყეს. 8 დეკემბრის ღამეს მათ დამასკო აიღეს და ასადის რეჟიმის დამხობა გამოაცხადეს.

ამის შემდეგ, ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, გამოაცხადა სირიის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების დოკუმენტების გაცემის შეჩერების შესახებ.