გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა Taurus-ის ტიპის გერმანულ რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი ასეთი ტიპის შეიარაღებას თავად აწარმოებს.

გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთმა გერმანელმა დეპუტატმა მერცს ჰკითხა, აპირებს, თუ არა ის უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას, რაზედაც მან თქვა, რომ შორი მანძილზე მოქმედი უკრაინული შეიარაღება "გაცილებით ეფექტურია, ვიდრე Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მცირე რაოდენობა, რომლის მიწოდება გერმანიას შეუძლია".

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანის დროს მერცი უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას ჰპირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, კანცლერის პოსტის დაკავებამდე მას ეგონა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს Taurus-ის საკმარისი მარაგი ჰქონდა.