გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკისა და რესურსების განაწილების ეფექტურობის გადახედვა კრიტიკულად აუცილებელია.

საკითხის ირგვლივ საუბრისას ფრიდრიხ მერცმა დეტალურად ისაუბრა იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელსაც გაერთიანება საჭიროებს:

"ევროკავშირის ბიუჯეტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს. ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ იმ არაეფექტურ ხარჯვით პოლიტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მძიმე ტვირთად აწევს წევრ სახელმწიფოებს. აუცილებელია ბიუროკრატიული დანახარჯების მკვეთრი შემცირება და ფინანსების მხოლოდ იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე ფოკუსირება, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ევროპას სჭირდება მკაცრი ფინანსური დისციპლინა და მასშტაბური რეფორმები, რათა ღირსეულად გაუმკლავდეს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გამოწვევებს."