ამჟამად პუტინს არ აქვს მიზეზი, რის გამოც ომს დაასრულებს, ეს ჩვენ უნდა შევქმნათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს.
"არ მაქვს მიზეზი, რომ პუტინს რამეში დავუჯერო. ის მხოლოდ მაშინ იქნება მზად მოლაპარაკებისთვის, თუ ეს მის სასარგებლოდ მოხდება. ამჟამად, მისი გადმოსახედით, ომის გაგრძელება მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. ის მოპოვებულ ტერიტორიებს იცავს. ის ხედავს, თუ რა ტიპის საუბრები მიდის ევროპასა და აშშ-ში. ხედავს, როგორ არის მის მიმართ განწყობილი აშშ-ს პრეზიდენტი. ის ხედავს, მსოფლიოს გარშემო სახელმწიფოს ლიდერები, მაგალითად შანხაის კონფერენციაზე ახლა, როგორ ეპყრობიან მას.
ამ მომენტში, მას არანაირი მიზეზი არ აქვს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, ან სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უნდა გავუჩინოთ მიზეზი. სამხედრო თვალსაზრისით, ეს რთული იქნება, მაგრამ ეკონომიკურად შესაძლებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ იყოს იმ პოზიციაში, რომლითაც საომარი ეკონომიკის შენარჩუნებას შეძლებს", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.