ფრანკფურტის აეროპორტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მალარიის დიაგნოზით აეროპორტის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, ხოლო ჯანდაცვის სამსახურები ინფექციის გავრცელების წყაროს დადგენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები აეროპორტის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში დაინფიცირდნენ ისინი, საპორტო ზონაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მალარია გერმანიაში იშვიათ დაავადებად მიიჩნევა და შემთხვევების უმრავლესობა ქვეყანაში ტროპიკული ქვეყნებიდან შემოსული ვირუსებით არის გამოწვეული. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები და აეროპორტის ხელმძღვანელობა უსაფრთხოების დამატებით ზომებს ატარებენ, რათა გამოირიცხოს სხვა თანამშრომლებისა და მგზავრების ინფიცირების რისკი.
სამართალდამცავი ორგანოები და ჯანდაცვის უწყებები მომხდარის დეტალურ გამოძიებას აწარმოებენ.




