„ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭომ გრაფიკზე ერთი დღით ადრე დაამტკიცა ხარჯების შემცირების გეგმა: 50 000 სამუშაო ადგილი შემცირდება და ოთხი ქარხანა შეიძლება დაიხუროს, თუ ალტერნატიული გამოყენება არ მოიძებნება.

მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმაერთხმსად იქნა მიღებული. იმ ფაქტის გათვალისწწინებით, რომ ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში დააანონსა პირველი 50 000-იანი შემცირების პაკეტი, 2030 წლისთვის კომპანიის მიერ გასაუქმებელი პოზიციების ჯამური რაოდენობა 100 000-მდე იზრდება.

კომპანიის განცხადებით, მისი ნიჭიერი კადრების ეს კორექტირება აუცილებელია ტრანსფორმაციის პროგრამის მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, „ფოლქსვაგენის“ ოთხი ქარხნის მომავალი რისკის ქვეშაა: კომპანიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გარანტია გაუწიოს ემდენის, ცვიკაუს, ჰანოვერის და ნეკარზულმის ობიექტების კონკურენტუნარიან უწყვეტ ფუნქციონირებას 2031 წლიდან 2034 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ისინი წამგებიანია და დახურვის რისკის ქვეშ არიან, თუ ალტერნატიული გამოყენება არ მოიძებნება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ