საუბრის ინიციატივით ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნორვეგიის პრემიერი იონას გარ სტიორე გამოვიდნენ, მომზადებისას კი უკრაინასთან გაიმართა კონსულტაციები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბრის მიზანს პუტინისთვის აბუ-დაბიში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის გზავნილების გადაცემა წარმოადგენდა, სტუბი და სტიორე კი მასში, როგორც საკუთარი ქვეყნების ლიდერები და არა ევროპის წარმომადგენლები, ისე მონაწილეობდნენ.
"საუბარი პირდაპირი და საგნობრივი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ. ის, თუ როგორ დასრულდება ომი, ფინეთისა და ნორვეგიის, ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე აისახება. ომის შესაჩერებლად პირდაპირი მოლაპარაკებებია აუცილებელი", - განაცხადა სტუბმა.
"ომს უდიდესი ადამიანური ტანჯვა და უზარმაზარი დანახარჯები მოაქვს. ომი კვალს მრავალ თაობას უტოვებს. სატელეფონო საუბრისას ჩვენ დეესკალაციის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი", - თქვა სტიორემ.




