ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის პორტალზე წერს

ფინეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ფინელების უმეტესობის აზრით, უმჯობესია ფინეთი მარტო გაწევრიანდეს ნატოში, ვიდრე დაელოდოს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან შვედეთისთვის მწვანე შუქის ანთებას.

ფინეთის ნატოში მარტო შესვლის მხარდამჭერი 53%-ის საპირისპირო შეხედულება აქვს გამოკითხულთა 28%-ს, 19%-მა კი ან არ ისურვა პასუხის გაცემა, ან განაცხადა, რომ არ იცის, როგორ უფრო უკეთესია.

ფინელები შეხედულება ამ საკითხისადმი ერთი წინადადებით ასე შეიძლება გამოითქვას: „შვედეთის საქმე - ჩვენი საქმე არაა", - ამბობს გამოკითხვის ხელმძღვანელი იუჰო რაკონენი და ამით ასოციაციას აღძრავს 1939 წლის რუსეთ-ფინეთის ომისდროინდელ შვედური პროპაგანდის ცნობილ ფრაზასთან: „ფინეთის საქმე - ჩვენი საქმეა".