FIFA-მ მკაცრი განცხადება გაავრცელა, რომლითაც ევროპული ფეხბურთის მთავარ მარეგულირებელს, UEFA-ს, ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვასა და დისკრედიტაციაში სდებს ბრალს.
FIFA-ს მტკიცებით, ბოლო პერიოდში UEFA-სთან დაკავშირებული წრეებიდან ადგილი აქვს კოორდინირებულ და მიკერძოებულ ქმედებებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამპანიის მთავარი მიზანი გლობალური საფეხბურთო სტრუქტურების მუშაობის ხელის შეშლა და FIFA-ს ხელმძღვანელობაში არასტაბილურობის შეტანაა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შიდა დაპირისპირებები და ბინძური მეთოდები ძირს უთხრის მთლიანად სპორტულ ეკოსისტემას და აზიანებს ორ ორგანიზაციას შორის აუცილებელ საქმიან პარტნიორობას.
ვითარება ორ უმსხვილეს სპორტულ ინსტიტუტს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. მიუხედავად FIFA-ს მხრიდან წაყენებული მძიმე ბრალდებებისა, UEFA-ს ოფიციალური პრესსამსახურს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დაპირისპირება, შესაძლოა, გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელიც გავლენას მოახდენს საერთაშორისო ტურნირების განრიგზე, კალენდრის რეფორმებსა და ორგანიზაციების სამომავლო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.




