ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნორვეგიის მოთხოვნით მიიღო.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იღებდა თუ არა იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში საეჭვო საჩუქრებს, სესხებს და სარგებლობდა თუ არა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.
იაგლანდის ადვოკატმა, ანდერს ბროსვიტმა, განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და იაგლანდი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
"იაგლანდი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება, მაგრამ სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ, მისი აზრით, არ არსებობს გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს", – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.




