ევროპელი ლიდერები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტზე დასასწრებად სომხეთში იმყოფებიან.

მედიის ცნობით, სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

ერევანში ასევე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთში ჩავიდნენ მონაკოს პრინცი ალბერტ II, ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო და სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე სომხეთში უკვე ჩავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია.