ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით აკეთებს.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 516 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 80%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (287 მილიონი დოლარი).
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ 2026 წლის იანვარ-ივნისში 387 მილიონი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 373 მილიონი დოლარი.
ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ მთლიანი ექსპორტის 15% შეადგინა (2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემები), საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 10%-ს.
წყარო: „არმენპრესი“; საქსტატი; საქსტატი
მოამზადა რაულ კაპანაძემ




