ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის სერთიფიკატები ძალაში პირველი ივლისიდან შევა

1621608869
ვაქცინაციის სერთიფიკატები ევროკავშირის მასშტაბით ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ამის შესახებ პარასკევსმ ესპანეთის ჯანმრთელობის მინისტრმა - კაროლინა დარიასმა განაცხადა.
"ეს სერთიფიკატი ძალაში იქნება მთელი ევროკავშირისთვის 1 ივლისიდან. მარტივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ადამიანი აცრილია, გაიარა PCR ან ანტისხეულების ტესტი, ან გამოჯანმრთელდა დაავადებისგან. თუ ადამიანი აკმაყოფილებს ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს, დოკუმენტის გამოყენება მოგზაურობისთვის იქნება შესაძლებელი", - თქვა კაროლინა დარიასმა.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმაც დღეს განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებიც აიცრებიან კორონავირუსის წინააღმდეგ, მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული წამლებით, ესპანეთში ვიზიტს 7 ივნისიდან შეძლებენ.