დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პეტრო ლუკაშევიჩი დახვდნენ.

ორი დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავის X-ზე დაწერა რომ, უკრაინისთვის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, მხარდაჭერის ნიშნად ის კიევში ჩავიდოდა.