ეთიოპიაში, ქვეყნის დედაქალაქიდან ადის-აბებიდან სამხრეთ დასავლეთით მდებარე გოფის რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 229 კაცამდე გაიზარდა.  

გოფის რეგიონის ოფიციალურ პირთა თქმით, მაშველებმა ამ დროისთვის 229 ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა შორის 148 მამაკაცი და 81 ქალი და ბავშვია.

დაღუპულთა შორის მამაკაცების დიდი რაოდენობა იმით არის გამოწვეული, რომ მეწყერი, რომელიც ორშაბათს დილის 10:00 საათზე დაფიქსირდა, კვირას საღამოს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გამოიწვია და შეეხო შექმნილ რთულ სიტუაციაში მოსახლეობის დასახმარებლად მისულ ადამიანებსაც. 

პრესის ცნობით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ტექნიკის ნაკლებობა ძიების პროცესს პრობლემებს უქმნის.