ამის შესახებ ინფორმაციას ეთიოპიის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
ეთიოპიაში, ქვეყნის დედაქალაქიდან ადის-აბებიდან სამხრეთ დასავლეთით მდებარე გოფის რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157 კაცამდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ზონალური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰაბტამუ ფეტენამ განუცხადა სახელმწიფო მედიას, რომ მაშველებმა ამ დროისთვის 157 ცხედარი იპოვეს და დასძინა, რომ დაღუპულთა შორის 105 მამაკაცი და 52 ქალი და ბავშვია.
დაღუპულთა შორის მამაკაცების დიდი რაოდენობა იმით არის გამოწვეული, რომ მეწყერი, რომელიც ორშაბათს დილის 10:00 საათზე დაფიქსირდა, კვირას საღამოს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გამოიწვია და შეეხო მათ ვინც შექმნილ რთულ სიტუაციაში მოსახლეობის დასახმარებლად მივიდა.
ეთიოპიის პრესის ცნობით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ტექნიკის ნაკლებობა ძიების პროცესს პრობლემებს უქმნის.