ამის შესახებ ინფორმაციას 20minutos ავრცელებს. 

ვალენსიის რეგიონში, კოკისპირული წვიმებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი და ჩვილი, - წერს 20minutos.

გამოცემის ცნობით, „ვითარება დრამატულია", ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და მათი წყაროების თქმით, „დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში არ გახდება ცნობილი, მაგრამ შეიძლება იყოს ასზე მეტი".