ამის შესახებ ესპანური პორტალი 20minutos წერს.
ესპანეთში, კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თანამშრომლებს პარამო-დელ-სილის მუნიციპალიტეტის მცხოვრები დაუკავშირდა და აცნობა მათ, რომ დილის 08:45 საათზე შენიშნა დათვი, რომელსაც თავი პლასტმასის კასრში ჰქონდა გაჭედილი და ვერაფერს ვერ ხედავდა.
ფონდმა დაუყოვნებლივ მიავლინა ადგილზე ვეტერინარები, რომლებმაც 09;54 საათისთვის 98,5 კგ წონის მამალი მურა დათვის დაძინება და შემდეგ პლასტმასის კასრის მოშორება შეძლეს.
ვეტერინარებმა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირების და ბიოლოგიური ნიმუშების აღების შემდეგ დათვს, მისი გადაადგილების ფიქსაციის შესწავლის მიზნით, სპეციალური საყელო შეაბეს და გაუშვეს.