ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა აქვეყნებს

ესპანეთი ევროკავშირის წევრი მეორე ქვეყანაა, რომელიც ისრაელის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის შესახებ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შეტანილ სარჩელს შეუერთდა.

გასული წლის 29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელშიც ის ისრაელს ბრალს სდებს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენციის დარღვევაში.

სარჩელს მიერთებულები იყვნენ თურქეთი, კოლუმბია, ლიბია, ნიკარაგუა და ეგვიპტე. ამ დღეებში სარჩელს აგრეთვე მიუერთდნენ მექსიკა და ჩილე, ხოლო ცოტა უფრო ადრე ირლანდია გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ნაბიჯი გადავდგათ ბოლო დღეების მოვლენების შემდეგ, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო სასამართლოს სიფრთხილის ზომები სრულიად იგნორირებულია და ძალიან შორს არის განხორციელებისგან“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა მინისტრმა სასწრაფო პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომ ესპანეთმა რაზის სექტორში დაინახა გენოციდის ნიშნები დაინახა, ალბარესმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მიუთითა, რომ განაჩენი საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიტანოს და ესპანეთის მთავრობა მხარს დაუჭერს სასამართლოს გადაწყვეტილებას.