თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის მომავლისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ევფრატის აღმოსავლეთით, "ტერორისტული ჭაობი" წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ევფრატის აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიას ქურთული ძალები აკონტროლებენ. ერდოღანის თქმით, არც ერთ ქვეყანა არ დაზარალებულა სირიაში ომით ისე, როგორც თურქეთი.
17 სექტემბერს სოჭში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სირიის პროვინცია იდლიბთან საკონტაქტო ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იდლიბში ოპერაციას არ ჩაატარებენ.