თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს. მისი შეფასებით, მდგრადი ვერ იქნება სისტემა, სადაც მხოლოდ 5 სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ბედი.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, პრეზიდენტმა ედროღანმა გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ანკარაში, მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გაერო–ს უშიშროების საბჭოს 15-იდან 10 წევრი როტაციის პრინციპით, პერიოდულად იცვლება. მუდმივი წევრები არიან: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.