აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება. მიმდინარე კვირაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკები გაიმართა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
თარგმანი: პირველი არხი