ნატო-ს წევრ პოლონეთს აქვს „მწვანე შუქი“, გადასცეს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სინამდვილეში, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი რეალურად გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას. რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ, რომ დარწმუნდნენ, მიიღებენ რაიმეს, რათა შეავსონ თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი უკრაინელებს გადასცემენ?“ – განაცხადა ბლინკენმა.  თარგმანი საქართველოს პირველი არხი.