საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას საფრანგეთისგან არაფერი აქვს სასწავლი კორუფციასთან ბრძოლაში.
ამის შესახებ მან უკრაინის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, შესაბამისმა ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა თავიანთი საქმე შეასრულეს.
„არის ჩვენი როლი, გაკვეთილები ვასწავლოთ უკრაინას, რომელსაც მსგავსი სკანდალი აქვს? ვფიქრობ, რომ თუ ამჟამად ყველაფერი სამართლიანობის ფარგლებში, სპეციალური პროცედურების ფარგლებში ხდება, მაშინ ყველაფერი კარგადაა“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველას უნდა აღაშფოთებდეს ის, რომ რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმე არ არის.
„რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. თუ მთელი ფული ომში მიდის და არავინაა ისეთი ვის წინაშეც ხარ პასუხისმგებელი, მაშინ ასე ფუნქციონირებს ეს სისტემა. სხვა გვარად ფუნქციონირებს სისტემა უკრაინაში. საფრანგეთში სისტემა სხვანაირად ფუნქციონირებს, ხოლო რუსეთში ნამდვილი დიქტატურაა“, – თქვა მაკრონმა.
თარგმანი: პირველი არხი








