საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, ყველანი შეშფოთებული არიან შესაძლო ესკალაციის გამო.
„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.