არავის სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტების აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხი უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა,, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„აშშ-მა და ისრაელმა ბოლო საათებში გადაწყვიტეს ირანზე თავდასხმის განხორციელება. საფრანგეთი, ისევე, როგორც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა და ჩვენი მოკავშირე, არ იყო არც ინფორმირებული და არც ჩართული. ირანმა საპასუხო ზომები მიიღო მრავალ ქვეყანაში, რომელთაგან ბევრი მეგობრული ქვეყანაა, ჩვენ გვყავს მოქალაქეები და გყვაქვს სამხედრო აქტივები, რაც გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე, მშვიდობაზე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ცხადია, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყანაში, რომელზეც ამჟამად თავდასხმა ხორციელდება.
ვიმედოვნებ, ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიური მუშაობა თავის რიტმს დაუბრუნდეს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ საკითხების დიპლომატიური არხებით მოსაგვარებლად, რადგან არავის სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტების აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხი უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება“, – აღნიშნა მაკრონმა.








