ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიითა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიით ასახული ძირითადი სტრატეგიული რეალობა შემდეგია: ევროპამ უნდა აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა საკუთარ ტრადიციულ თავდაცვაზე, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა.

კოლბის მტკიცებით, ეს არის დასკვნა, რომელიც დაფუძნებულია არსებული სტრატეგიული გარემოს ნათელ და მკაცრ შეფასებაზე, ასევე არსებული შესაძლებლობების პრაგმატულ შეფასებაზე.

„ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უნდა – და ამას გააკეთებს – პრიორიტეტი მიანიჭოს იმ გამოწვევებს, სადაც მხოლოდ ამერიკულ ძალას შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, როგორც ეს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაშია გათვალისწინებული. ეს არ არის ევროპისგან უკან დახევა. ეს უფრო მეტად სტრატეგიული პრაგმატიზმის დადასტურებაა და ჩვენი მოკავშირეების უდავო უნარის აღიარება, წინ წაიწიონ და უხელმძღვანელონ ევროპის თავდაცვას ისე, რომ ყველანი უფრო ძლიერები და უსაფრთხოები გავხდეთ. ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებით და იმ სფეროებში სპეციალიზაციით, სადაც მოქმედებისთვის საუკეთესო პოზიცია გვაქვს, შეგვიძლია შევქმნათ უფრო დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ალიანსი. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ხელახლა ვაყალიბებთ ჩვენი სამშობლოს დაცვისა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვის პრიორიტეტულ საკითხებს. ჩვენ პირდაპირ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ინდო-წყნარი ოკეანეთი ამჟამად გეოპოლიტიკის ცენტრალურ არენას წარმოადგენს, რომელსაც ფუნდამენტური გავლენა აქვს ამერიკის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობასა და ტექნოლოგიურ ლიდერობაზე”, – განაცხადა ელბრიჯ კოლბიმ.

თარგმანი: პირველი არხი