შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.