პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ქადაგებისას სიცოცხლის წარმავლობასა და სიკვდილზე საუბრობდა. ლოცვისას კედლიდან მოწყვეტილი მძიმე ჯვარი მღვდელს მოულოდნელად თავში დაეცა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, სადაც შემთხვევა პირდაპირ ეთერშია ასახული. კადრებში ჩანს, რომ მღვდელი წაიქცა და წირვა შეჩერდა.
მედიის ინფორმაციით, ეკლესიაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.








