ამერიკის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. 

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, მოსწავლეებს ცეცხლი 16 წლის მოზარდმა გაუხსნა, მისი ვინაობა და მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმის მომენტში სკოლაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 400 ბავშვი და კიდევ 40 თანამშრომელი იმყოფებოდა.  

როგორც ბენდის პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს, ორი ადამიანი — მასწავლებელი და შვიდი წლის ბავშვი — საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. თავდამსხმელმა მოკლა ერთი მასწავლებელი, ასევე სამი ბავშვი: ხუთი, რვა და თერთმეტი წლის.  

ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის გარემოებებს არკვევენ. როგორც CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, თავდამსხმელი პოლიციელების ადგილზე მოსვლამდე მოკლეს.

CNN დასძენს, რომ ბენდში მომხდარი სროლა 2026 წლის დასაწყისიდან ამერიკული სკოლების ტერიტორიაზე უკვე 36-ე ასეთი შემთხვევაა.