პოლონეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს.



კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებში განსხვავება იმდენად მცირეა, რომ მეორე ტურში გამარჯვებულის ვინაობის, ალბათ,  მხოლოდ ხმების 90-95%-ის დათვლის შემდეგ გაირკვევა. 
 
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა, პროევროპელმა ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31.36%-ით მიიღო, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატმა ნაციონალისტმა, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა კაროლ ნავროცკიმ კი 29,54%.