პოლონური Leopard-ის ტანკები, მზად არის უკრაინაში გასაგზავნად. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს ამ ტანკების ოპერირების მიზნით ამჟამად პოლონეთში წვრთვნიან. დუდამ აღნიშნა, რომ ისინი "ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში ტანკებთან ერთად დასაბრუნებლად" მზად იქნებიან.
ამასთან, მან განაცხადა, რომ პოლონეთს გერმანიიდან ტანკების სათადარიგო ნაწილების მოპოვებაის სერიოზული პრობლემა აქვს.
"მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს - ეს პრობლემები საკმაოდ ხშირია. Leopard-ებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, რადგან გერმანელებს სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვთ. ჩვენ არ გვესმის ეს სიტუაცია, მაგრამ ეს ასეა. ჩვენი Leopard-ის ტანკები დღეს მზად არიან უკრაინაში გასაგზავნად. უკრაინელ ტანკისტებს ჩვენს სასწავლო ცენტრში Leopard-ის ტანკებზე წვრთნიან, მიმდინარეობს სასწავლო ციკლი", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.