ამერიკულმა სამრეწველო ინდექსმა, დოუ ჯონსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ოთხშაბათს, აშშ–ში საფონდო ვაჭრობის დახურვისას.
როგორც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები მოწმობს, დოუ ჯონსი გაიზარდა 97,31 პუნქტით (0,29%) და სულ დაახლოებით 34,230,34-ით განისაზღვრა. ”აქციები იზრდება შთამბეჭდავი ეკონომიკური მაჩვენებლების, ობლიგაციების ბაზარზე სიმშვიდისა და გლობალური ეკონომიკის ძლიერი გაჯანსაღების ფონზე”, - თქვა Oanda-ს ინვესტიციების ანალიტიკოსმა, ედვარდ მოიამ.