პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი, 66 წლის დონალდ ტუსკი აირჩია.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. კერძოდ, 248 დეპუტატმა ხმა მისცა ტუსკს, 201 წინააღმდეგ წავიდა. თავი არავის შეუკავებია.

მანამდე პოლონეთის სეიმმა უარი უთხრა მატეუშ მორავეცკის დროებით მთავრობას მუშაობის გაგრძელებაზე.

საპარლამენტო არჩევნებში მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა“ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.

ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში.