პოლონეთის ქალაქ პობიანიცეში გამართულ შეხვედრაზე პარტია „სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერმა დონალდ ტუსკმა სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  საპროგრამო წინადადებები წარადგინა

ოქტომბერში პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, 2014-2019 წლებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, 2019-2022 წლებში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე პარტიის ზოგიერთი საპროგრამო წინადადება გაახმოვანა.

„ჩვენ შემოგთავაზებთ პოლიტიკას, რომელიც  საცხოვრებელს ფაქტობრივად გახდის უფლებად და არა საქონლად. ზოგი ამბობს, რომ ეს მემარცხენე სლოგანია. არა, არავითარ იდეოლოგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ელემენტარული წესიერებაა, ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის უფლება. არავინ აპირებს ბინების უფასოდ დათმობას, მაგრამ პატიოსანმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ყველა პოლონურ ოჯახს აქვს ბინის უფლება", -  თქვა დონალდ ტუსკმა პაბიანიცეში.

 
ტუსკის თქმით, „სამოქალაქო პლატფორმა" უპროცენტო სესხს შესთავაზებს მათ, ვინც ყიდულობს პირველ ბინას და ეს შეეხება ახალგაზრდებსა და 45 წლამდე ასაკის ადამიანებს.

ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ სუბსიდიას 600 ზლოტის (~130 დოლარი) ოდენობით, რაც მოკრძალებული და მცირე დახმარებაა, მაგრამ  მაინც წაადგება მათ, ვინც ქირით ცხოვრობს, -  დაჰპირდა ამომრჩეველს „სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი.