პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მწვავედ გააკრიტიკა პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება მისცა. ტუსკის განცხადებით, კიევის დახმარება პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიაა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოზიციის შერბილება ან დასუსტება საფრთხეს უქმნის თავად პოლონეთის რეგიონულ სტაბილურობასა და თავდაცვისუნარიანობას. მან ნავროცკის მოუწოდა, გეოპოლიტიკური კრიზისით ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ იმანიპულიროს.

"ცეცხლს ნუ ეთამაშებით... უკრაინის დახმარება ჩვენი უსაფრთხოების საკითხია," — მიმართა დონალდ ტუსკმა ნავროცკის.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის წარმატება პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების პირდაპირპროპორციულია, ამიტომ ვარშავა გააგრძელებს კიევის აქტიურ მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე, მიუხედავად შიდაპოლიტიკური დებატებისა.