ტრამპის ადმინისტრაცია დეპორტაციის დაჩქარების მცდელობაში მორიგ წინააღმდეგობას აწყდება.

კოლუმბიას არ შეუძლია მოუწოდოს მიგრანტებს დარჩნენ იმ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს მათი მიღება, თუმცა მათ არ უნდა მოექცნენ ისე, როგორც კრიმინალებს. უნდა იქნეს გამოჩენილი პატივისცემა როგორც მათ, ისე ჩვენი ქვეყნის მიმართ და დაბრუნება არ უნდა იყოს ღირსების შემლახველი. ჩვენ მივიღებთ სამოქალაქო თვითმფრინავებით დაბრუნებულ ჩვენ თანამოქალაქეებს, - აცხადებს გუსტავო პეტრო.

„სიენენის“ ცნობით, გუსტავო პეტროს ამ განცხადების შემდეგ უკან, შეერთებულ შტატებში გაბრუნდა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც მიგრანტები კოლუმბიაში გადაჰყავდათ, უკან გაბრუნდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ გუშინ იუწყებოდა, რომ მექსიკამ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, მიეღო შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. უფრო ადრე, პარასკევს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა გვატემალაში ორი მსგავსი რეისი განახორციელეს და დაახლოებით 160 მიგრანტი დააბრუნეს.