დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისს, ჰილარი კლინტონსა და სხვებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა.


"მივედი დასკვნამდე, რომ ამ პირებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომა ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება," – აღნიშნულია დოკუმენტში.

დონალდ ტრამპმა საიდუმლო მასალებზე წვდომა ჯო ბაიდენსა და მის ოჯახსაც შეუზღუდა. სიაში, ჰარისისა და კლინტონის გარდა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მოხვდნენ, მათ შორის – ენტონი ბლინკენი, ლიზ ჩენი, ადამ კინზინგერი, ფიონა ჰილი და ჯეიკ სალივანი.