აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ის ფედერალურ რეესტრში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა მიღებულ იქნა 2022 წლის 21 აპრილს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.

დოკუმენტს ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოეწერა.

ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.