აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელი ბრძანებების პაკეტს, რომლითაც 69 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, იმპორტზე 10%-დან 41%-მდე ტარიფები დაწესდება. ბრძანების თანახმად, ახალი იმპორტის გადასახადები შვიდ დღეში ამოქმედდება, კანადის გარდა, სადაც შეზღუდვები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
ყველაზე მაღალი გადასახადები სირიას (41%), ლაოსსა და ბირმას დაუწესდათ (თითოეულზე 40%) დაეკისრათ. ყველაზე დაბალი - 10% - დიდ ბრიტანეთსა და მის ფოლკლენდის კუნძულებს დაეკისრათ.
ტრამპმა ტაივანს, მსოფლიოში ნახევარგამტარების უმსხვილეს ექსპორტიორს, 20%-იანი ტარიფი დააკისრა.
აშშ-ის ზოგიერთმა პარტნიორმა, განსაკუთრებით გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და იაპონიამ, დროულად მოახერხეს შეთანხმებების მიღწევა - თუმცა ამ ქვეყნებში კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მიღწეული შეთანხმებების შედეგებს.
ახალმა ტარიფებმა განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა კანადას. პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიერ ტრამპთან მოლაპარაკების ბოლო მცდელობის მიუხედავად, შეთანხმება არ შედგა.